"ფრანკოფონია - 2021"

ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში GASB-ში ჩატარდა კიდევ ერთი აქტივობა „ხელოვნების სალონი“, სადაც ჩართულნი არიან მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები.

GASB-ელმა ფრანკოფინიებმა განიხილეს ანტუან დე სენტ-ეგზიუპირის ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი „პატარა პრინცი“ რის შემდგომაც პირადი წარმოსახვით წიგნის გმირების საინტერესო პროტოტიპები გადმოიტანეს სახატავ ფურცელზე.

ღონისძიების მონაწილეები, სკოლის ადმინისტრაციისგან დაჯილდოვდნენ სიგელებით.

პედაგოგი: ნინო გურგენიძე და თინათინ იაკობაძე