მეწარმეობის საფუძვლები GASB-ში

 "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო"- Junior Achievement Georgia "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" - JA Worldwide, მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე საქართველოში ხელს უწყობს მოქალაქის პიროვნული თავისუფლების გააზრების ხელშეწყობას, ფინანსური წიგნიერების, მეწარმეობის და სამუშაოსთვის მზაობის უნარების ჩამოყალიბებას.

მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში მე-10 კლასის მოსწავლეები ღებულობენ მონაწილეობას და სწავლობენ, თუ როგორ მივიდნენ იდეიდან რეალური ბიზნესის ფორმირებამდე, საკუთარი კომპანიის დაგეგმვასა და ჩამოყალიბებას წარმატებული ბიზნეს - საქმიანობისთვის.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას ღებულობენ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც თავიანთი ბიზნეს იდეა აქციეს პროდუქტად და დაარსეს კომპანია "ARMJET", რომელიც აწარმოებს ხელნაკეთ სამკაულებს.

ჩვენი მოსწავლეების მხარდასაჭერად და პროდუქციის სანახავად გადადით ბმულზე:

Facebook:  ARMJET

Instagram:  Armjet - არმჯეტი