ინტერაქტიული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში

წარმოგიდგენთ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც ჩაუტარდათ ინტერაქტიული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში, თემაზე „მზის სისტემა“.

მსჯელობისა და თემის ანალიზის შემდეგ მოსწავლეები გადავიდნენ პრაქტიკულ სამუშაოზე, სადაც მიღებული ცოდნის ტრანსფერი მოახდინეს და მზის სისტემის ვირტუალური მოდელის საშუალებით აკვირდებოდნენ მზის სისტემის პლანეტებს, მათ ურთიერთგანლაგებასა და მოძრაობას.

მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეების ნატიფი მოტორიკის განვითარებას. ასევე ბიძგს მისცემს კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ორგანიზებულობის, ანალიზის, ინტერპრეტაციის, შეფასებისა და რეფლექსიის უნარების ფორმირებას .

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მრავალფეროვანი თემებითა და აქტივობებით დააკმაყოფილონ ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნის სწავლების სტანდარტის ყველა მოთხოვნა მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით.

პედაგოგი: ქეთევან ჩილინგარაშვილი