„ფრანკოფონია-2021“ GASB-ში

20 მარტი, "ფრანკოფონიის" საერთაშორისო დღეა, ეს დღე აღინიშნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში.

ტერმინი" ფრანკოფონია "გულისხმობს ქვეყნების ნაკრებს, სადაც საუბრობენ ფრანგულ ენაზე და ხელს უწყობენ მის ღირებულებებს მთელ მსოფლიოში.

პირველად სიტყვა ფრანკოფონია გამოიყენა ფრანგმა გეოგრაფმა ონესიმე რეკლუსმა 1880 წელს, მას შემდეგ ფრანკოფონია სულ უფრო ცნობილი ხდება და გლობალიზაციის წყალობით უფრო მეტ სივრცეებს მოიცავს. გარდა ამისა, ფრანგული ენა არის ერთ-ერთი ენა, რომელსაც იყენებენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილი ერთი თვის განმავლობაში განხორციელდება სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სკოლის V-X კლასის მოსწავლეები.