ამერიკათმცოდნეობა GASB-ში

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 25 დეკემბერს ცნო, როდესაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსმა თავის მიმართვაში ერს ამცნო საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ. მანამდე საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.

შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება დაიწყო 1992 წელს.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლისთვის მნიშვნელოვანი გახლავთ მოსწავლეებისთვის ამერიკათმცოდნეობის გაკვეთილების დანერგვა, რაც გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის შეესწავლას ასევე, შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების შესწავლას უძველესი პერიოდიდან დღემდე და აშშ-ს ძირითადი პოლიტიკური , ისტორიული და კულტურული მოვლენების განხილვას.

GASB-ის მე-10 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ თემებზე საინტერესოდ და ამომწურავად წარმოადგინეს გუნდური პრეზენტაციები და გამართეს საინტერესო დისკუსია.

პედაგოგი: თამაზ დავითაძე