ინოვაციური სწავლების მეთოდები GASB-ში

  განათლებისა და ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევრები აღნიშნავენ, რომ სასწავლო თამაშების როლი მოსწავლეთა წარმატებაში ძალიან დიდია, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ბავშვის როგორც კოგნიტურ, ისე ემოციურ და მოტორულ განვითარებასთან.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასებში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე „წილადები“ Bingo -მეთოდის გამოყენებით. სასწავლო თამაშების ეფექტიანობა, უპირველეს ყოვლისა, სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას გულისხმობს, რომელიც განსაზღვრავს მასში მოსწავლის ეფექტურ ჩართვას.

პედაგოგი : ერეკლე დავითაძე