მცენარის თესლის აღმოცენება

GASB-ის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, ქართულ ენაში შეისწავლეს გაკვეთილი ,,უჩინარი მთესველები“, ახლა კი აღნიშნული გაკვეთილის პრაქტიკულად შესრულების დრო დადგა.

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად დათესეს ლობიოს მარცვლები, რომლის ზრდის პროცესს დააკვირდებიან საკლასო ოთახში და თავად გაუწევენ მოვლა-პატრონობას, მცენარის აღმოცენებისშემდგომ კი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადარგავენ. მოსწავლეებმა სახალისოდ განიმტკიცეს თეორიული ცოდნა, პრაქტიკული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესრულებით.

კლასი: II გ

პედაგოგი: მაია მჟავანაძე