4 მარტი- კიბერუსაფრთხოების დღე!

ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება საგრძნობლად გაამარტივა– ნებისმიერ ინფორმაციას სწრაფად ვაგნებთ, გადავცემთ და ვიღებთ. თუმცა, ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებას და გაცვლას თან სდევს კიბერსაფრთხეები, რომლებიც მოწყობილობისა და მასში დაცული პირადი ინფორმაციისთვის რისკებს შეიცავს. 

კიბერუსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებთან გაიმართა საინფორმაციო , ინტერაქციული შეხვედრა ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით. 

აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა პაროლების უსაფრთხოება და მენეჯმენტი, სოციალური ქსელების უსაფრთხოება, ფიშინგი და კიბერბულინგი.