კონკურსის „მიულოცე მეფეს“ გამარჯვებულები

საქართველოს მასშტაბით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts-ს ეგიდით ჩატარდა ქართლ-კახეთის მეფისა და ქართველ მონარქთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწის, ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისადმი მიძღვნილი ხელნაწერების კონკურსი.

აღნიშნულ კონკურსში ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მესამე და მეხუთე კლესების სამმა მოსწავლემ გაიმარჯვა, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი საუკეთესოთა ათეულში მოხვდა.

● რანა ქამბუროღლუ - მე-3 კლასი

● მარიამ ინწკირველი - მე-5 კლასი

● ანასტასია ტატევოსიანი- მე-3 კლასი

გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები.

GASB-ი გილოცავთ წარმატებას და გისურვებთ არაერთ კონკურსში გამარჯვებას !