3 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა!

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 3 თებერვალს, უკვე მეექვსედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება!

ქართველი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებს, უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ონლაინ შეხვდნენ და მათთან ერთად აღნიშნეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე!

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეხვდა სპიკერი ნათია ფურცელაძე 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საუკეთესო მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა თემაზე „ კითხვა-განვითარების საშუალება. რა შეუძლია კითხვას!?“ და ასევე გაუზიარა მათ თავისი შეხედულებები წიგნის წაკითხვასთან დაკავშირებით. შეხვედრა შედგა Zoom პლატფორმის მეშვეობით კითხვა-პასუხის რეჟიმში. იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!