1 თებერვალს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, კერძო/საჯარო სკოლების საქმიანობა აუცილებელია განხორციელდეს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების სრული დაცვით.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა სრულად აკმაყოფილებს ახალი კორონავირუსით (COVID-19 ) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსით, რათა სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ სასწავლო წელს!