ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლა 1 თებერვალს განახლდება!

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლა 1 თებერვალს განახლდება

 საქართველოს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და სკოლაში ჩატარებული ონლაინ გამოკითხვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში 1 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

საკორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, კერძო/საჯარო სკოლების საქმიანობა აუცილებელია განხორციელდეს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების სრული დაცვით.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა სრულად აკმაყოფილებს ახალი კორონავირუსით (COVID-19 ) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

წარმატებებსა და ბედნიერ დღეებს გისურვებთ ბავშვებო !