16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორსო დღეს აღნიშნავს!

ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანია ტოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიება ევროპის საბჭოს, ანტი-დისკრიმინაციული დეპარტამენტის DG-II-ის პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ხელშეწყობით, კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ფოტო ნახატების გამოფენა.

გამოფენაში მონაწილეობდნენ საქართველოს მაშტაბით საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები, ბსუ-ს და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ანა თხილაიშვილი, რომელმაც ამავე სკოლის პედაგოგის ლიკა იობიძის ხელმძღვანელობით ონლაინ გამოფენაზე წარადგინა თავისი ნამუშევარი - “ყველა ადამიანი თანასწორია” და ისაუბრა ტოლერანტობის მნიშვნელობაზე.