წარმოგიდგენთ კონკურსის „მიულოცე მეფეს“ გამარჯვებულებს!

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts-ის მიერ ჩატარდა კონკურსი, „მიულოცე მეფეს“ მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წლის საიუბილეოდ.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კერძო და საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის 341-მა მოსწავლემ, მათ შორის, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა.

კონკურსში GASB-ის სამმა მოსწავლემ გაიმარჯვა, რომლებსაც გადაეცემათ სიგელები.

  • ანასტასია ტატევოსიანი, მე-3 კლასი
  • რანა ქამბუროღლუ, მე-3 კლასი
  • მარიამ ინწკირველი, მე-5 კლასი

GASB გილოცავთ ამ წარმატებას!